”პატრიოტთა ალიანსის” და ფოთის საკრებულოს მოქმედი წევრი მერიის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მაია ჩხარტიშვილის განცხადებით, ფოთის მერის მრჩეველი შორენა მირცხულავა და ჯანმრთელობის სამსახურის უფროსი მას დღეს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩხარტიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მან ფოთის პოლიციაში სარჩელი უკვე შეიტანა.
„მე მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში, მე თვითონ, მარტო ყველას შევხვდე დაველაპარაკო, დებატებში მივიღო მონაწილეობა, ბოდიში მოვიხადო თუ არასწორი ვიქნები. მე ამისთვის მზად ვარ, მაგრამ ჩემს ოჯახის წევრებს არ უნდა შეეხონ,“ - აცხადებს მაია ჩხარტიშვილი.
თავად მერის მრჩეველი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, პირად საუბარში კი ბრალდებებს უარყოფს.