20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
სამ საათზე მეტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე მსჯელობს

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები - ამ საკითხზე პარტიის პოლიტიკური საბჭო უკვე სამ საათზე მეტია მსჯელობს. "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატებმა 2 მუნიციპალურ ოლქში მოიპოვეს მეორე ტურში კენჭისყრის უფლება - ესენია ქუთაისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები.

თავად ამ ქალაქების მერობის კანდიდატები ამბობენ, რომ  დაელოდებიან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას.

„პარტიას ჰყავს კოლექტიური მართვის ორგანო, არავის პირადი აზრი არ გვაქვს სანამ კოლექტიურად არ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, პოლიტსაბჭოზე ყველა გამოთქვამს საკუთარ პოზიციას - ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი და მხოლოდ ამის შედეგ  იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

გარდა აღნიშნული საკითხისა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით დღევანდელ შეხვედრაზე უნდა შეფასდეს რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე.

დღის ამბები