20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის მოგროვება პარტიული დამკვირვებლების მიერ - თამარ ქალდანი საკითხის შესწავლას გეგმავს 

არის თუ არა საარჩევნო უბანზე პარტიული დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის მოგროვება კანონის დარღვევა - პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ცალსახა პასუხი ამ ეტაპზე არ აქვს და საკითხის საფუძვლიან შესწავლას გეგმავს.

თამარ ქალდანი ამბობს, რომ პერსონალური მონაცემები ამომრჩეველზე ზეგავლენის მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული. ქალდანი აცხადებს, რომ თუკი საარრჩევნო პროცესის ხელის შეშლა ხდება, ამ საკითხზე რეაგირება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს. 

„თუ ხელი ეშლება საარჩევნო პროცესს, ამ შემთხევაში, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს ამ საკითხზე რეაგირება. თუ ხდება ამ დაკვირვების პროცესში ამომრჩევლის იდენტიფიცირება და იმ ინფორმაციის იდენტიფიცირება განსაკუთრებით, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის აქ შეიძლება იყოს ხელმოწერაც, ბიომეტრიული ფოტოც, პირადი ნომერიც და ა.შ. მესამე გარემოება არის ის, რა მიზანი აქვს ამ ინფორმაციის შეგროვებას და ხომ არ არის საფრთხე, რომ ეს მონაცემები იქნას გამოყენებული, არაკანონიერი, არალეგიტიმური მიზნებისთვის, რაც ასევე შეიძლება იყოს ამომრჩეველზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა,“ - აცხადებს ქალდანი.

დღის ამბები