20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
დაანონსებული საკადრო ცვლილებები - კახა კალაძე დედაქალაქის მერის კაბინეტს ორ კვირაში დაიკავებს 

დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახი კალაძე მერიაში ცვლილებებს აანონსებს. კახი კალაძემ "კურიერთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ვის გაუშვებს და ვინ შეინარჩუნებს პოსტებს, კალაძე პირდაპირ არ ამბობს. "კურიერის" ინფორმაციით, მინიმუმ, თბილისის მერის ორი მოადგილე შეიცვლება, კალაძე მერიაში მაია ბითაძესათან და ირაკლი ხმალაძესთან ერთად მიდის.

"კურიერთან" ინტერვიუში კახა კალაძე იმ საქალაქო სამსახურებს ასახელებს, სადაც ცვლილებები გარდაუვალია.

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეები, რომლებიც კახი კალაძის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და მის საარჩევნო პროგრამაზე იმუშავეს, ამბობენ, რომ მერის მოადგილის პოსტის დაკავება მათთვის ჯერ არჩეულ მერს ოფიციალურად არ შეუთავაზებიათ.

დედაქალაქის მერის კაბინეტს კახი კალაძე ორ კვირაში დაიკავებს. მომდევნო 14 დღის განმავლობაში კი ქალაქს ისევ დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

დღის ამბები