25 მაჟორიტარი დეპუტატი და 15 მანდატი პროპორციული სიით „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატი ეყოლება. დარჩენილ 10 მანდატს კი 3 ოპოზიციური პარტია ინაწილებს.
ცესკო-ს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, ცნობილი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნის, რადგან ამ დროის მონაცემებით პარტიის კუთვნილი 5 მანდატი მხოლოდ ამის საშუალებას აძლევს. სავარაუდოდ ფრაქციის გარეშე რჩება "პატრიოტთა ალიანსი," რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ 2 მანდატის მიღება შეძლო.