20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ლუცენკომ სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მიხელ სააკაშვილის მომხრეები ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა. განცხადება იური ლუცენკომ რეგიონების საბჭოს სხდომაზე გააკეთა და პირობა დადო, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

ლუცენკოს თქმით, ხელისუფლების დამხობა რადასთან შეკრებილი მომიტინგეების მცირე, 200 კაციანმა ჯგუფმა დაგეგმა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, მიხეილ სააკაშვილმა თანამშრომლები აიძულა, საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის მუდმივი ბინადრობა გაეფორმებინათ.

იური ლუცენკოს თქმით, სწორედ ისინი გეგმავენ ძალისმიერი გზით ხელისუფების დამხობას. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ამ ჯგუფს მოქალაქეობის გარეშე მყოფი გასტროლიორები უწოდა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობაც დადო.

ამავე თემაზე
დღის ამბები