20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
„ენმ"-ის წევრები დედოფლისწყაროში არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დედოფლისწყაროში არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სახელით განცხადება შევიდა, რომელიც ხმების გადათვლას ითხოვდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი დაუკავშირდნენ განცხადების ავტორს, რომელიც უარყოფს განცხადების შეტანას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს და შესაბამის სამსახურებს სთხოვს საქმის გამოძიებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„ჩვენ ვითხოვთ რეაგირებას არა მარტო ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, ჩვენ ვითხოვთ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებიდან, რათა სასწრაფოდ მოხდეს გამოძიება,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები