დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სხვადასხვა რაიონში გადაკეთებული ოქმებთან ერთად, ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების მოსყიდვის ფაქტები.
დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე მის ხელთ არსებული დოკუმენტების და საჩივრების გასაცნობად საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.
„მე მაქვს ხელთ მთელი რიგი ოქმები, რომელიც არ ბალანსდება ან როდესაც ოქმი არის გადასწორებული, მაგრამ ამაზე ხმა არ აქვს ამოღებული არავის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი წარმომადგენლებიც ნაწილი გაიყიდნენ ისევე, როგორც გაიყიდა ძალიან ბევრი ადამიანი. ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ინფორმაციას მივაწვდი ოდირის წარმომადგენლებს, რომლებთანაც გვექნება შეხვედრა და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.