20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
გაუგებარია, რა მიზანი აქვს საერთოდ შალვა ნათელაშვილს - ირაკლი კიკნაველიძე

„ძალიან კომიკურია და სასაცილოა შალვა ნათელაშვილის ეს განცხადება,“ - ასე უპასუხეს ევროპულ საქართველოში ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კიკნაველიძის, განცხადებით, გაუგებარია, რას ეფუძნება შალვა ნათელაშვილის განცხადება.

„ძალიან კომიკურია და სასაცილოა შალვა ნათელაშვილის ეს განცხადება. ჩვენ თუ შევხედავთ ახალ ქალაქში არჩევნების შედეგებს, ვნახავთ, რომ როგორც ჩვენი პარტიის შედეგი, ისე სხვა  პროდასავლური პარტიების შედეგები, ძალიან ცუდი იყო ამ რაიონში და ძალიან საშიში ტენდენცია გამოიკვეთა, როცა, ერთი მხრივ, ხელისუფლება ძალადობით და დაშინებით ცდილობს ხმების მოპოვებისა და, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერი პოზიციების მქონე პატრიოტთა ალიანსს, რომელიც თავისთვის და ამ ქვეყნისთვის ძალიან საშიში რიტორიკით არის გამორჩეული, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება საერთოდ ეს განცხადებები და რა მიზანი აქვს საერთოდ შალვა ნათელაშვილს,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ახალქალაქზე, სადაც, მისი მტკიცებით, "ივანიშვილ-ბოკერია-თარხან-მოურავის ალიანსი გაურიგდა მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს".

დღის ამბები