20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"არაფერი არ დასრულებულა" - ალეკო ელისაშვილი პარტიის შექმნას აპირებს

მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ალეკო ელიაშვილის განცხადებით, ის და მისი გუნდი აგრძელებს ბრძოლას და ყველაფერი არის წინ. მისივე თქმით, ის სამომავლოდ პარტიის შექმნას აპირებს.

„არაფერი არ დასრულებულა. ყველაფერი იწყება. ხალხს უნდა ცვლილება. ხალხს უნდა, პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე  დამყაყებული, დაჭაობებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და ჩვენ ვეცდებით, რომ დღიდან თანამიმდევრული შრომით თითოეული ის ადამიანი დავარწმუნოთ, ვინც სახლში დარჩა, რომ მათი მისვლა შემდგომ არჩევნებზე არის გადამწყვეტი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას გამორცხავს.

ის ასევე გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და დამოუკიდებელი კანდიდატის დაფინანსება მოითხოვოს. 

მისივე თქმით, არჩევნებში ერთმა პროცენტმა გადაწყვიტა ყველაფერი და მეორე ტური გამორიცხა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თითოეულ უბანზე 15 ადამიანით მეტი რომ მისულიყო, დღეს რეალობა იქნებოდა განსხვავებული.

ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირეს და იმ ხალხს, რომლებმაც უანგაროდ იმუშავეს დამკვირვებლებად.

დღის ამბები