უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
გენპროკურორ იური ლუცენკოს განცხადებით, ახლა უკვე აღარ არსებობს ფაქტორი, რომელიც მის ექსტრადირებას ან დეპორტაციას შეუძლებელს გახდის.
უკრაინის გენერალური პროკურორის ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ლუცენკო სიცრუეში დაადანაშაულა.
ოპოზიციური პარტიის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის საემიგრაციო სამსახურს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი კი არ უთქვამს, არამედ პასუხი საერთოდ არ გაუცია.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დღესვე სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მომზადებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე ზღვარს გადავიდა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვის.