ქსენია სობჩაკის ყირიმზე გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
პრეზიდენტის კანდიდატის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის მიერთება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.
სათათბიროს წევრებმა კი სობჩაკის ეს სიტყვები ქვეყნისთვის საფრთხედ შეაფასეს.
პოლიტიკოსები სობჩაკის განცხადებაში სეპარატიზმის ნიშნებს ხედავენ და მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრებაზე საუბრობენ. მითუმეტეს მსგავსი პრაქტიკა რუსეთში უკვე არსებობს. ყირიმის უკრაინის ტერიტორიად გამოცხადებისთვის რუსეთში 20-მდე ადამიანი გაასამართლეს.