20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
სოფელ სამთავისში ქართული ოცნების კანდიდატი ჯერ დამარცხდა, შემდეგ კი გამარჯვებულად გამოცხადდა

კასპის რაიონის სოფელ სამთავისში დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მალხაზ ჯაბანაშვილმა, ქართული ოცნების წევრს 3 ხმით აჯობა. თუმცა, საუბნო კომისიამ ხმები ხელახლა რამდენჯერმე გადათვალა, რამდენიმე ბიულეტენი ბათილად ცნო, ზოგიერთი ბათილებიდან უკან ამოიღო, რის შედეგადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა ერთი ხმით აჯობა.

მალხაზ ჯაბანაშვილს არჩევნების ღამეს დეპუტატობა ჯერ მიულოცეს, შემდეგ კი ჩამოართვეს. მან მილოცვა მისი კონკურენტისგანაც კი მიიღო.

სოფელ სამთავისის მოსახლეობა, მათ შორის საუბნო კომისიის წევრები, მეორე ტურს მოითხოვენ. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ და მისმა აგიტატორებმა საოლქო კომისიასთან ერთად, 21 ოქტომბრის ღამეს არჩევნები გააყალბეს.

არჩევნების ღამეს ხმაურისა და დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებს უბანი არ დაუტოვებიათ.

დემოკრატიულს მოძრაობას პარტიულ ხმებში ნული დაუწერეს. ნული ხმა დაუთვალეს ლეიბორისტებსაც, თუმცა ორი დღის მერე აღმოჩნდა, რომ ნათელაშვილის პარტიას 24, ბურჯანაძის პარტიას კი 42 ხმა მიიღო.

სოფელ სამთავისის საუბნო კომისიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ არჩევნების ღამეს კომისიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ირწმუნება, რომ შედეგი ზუსტია და სოფელს პროტესტის მიზეზი არ აქვს.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები