20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილის პოლიტიკური და ბიზნესინტერესები - დეპუტატის ოჯახის პრივილეგიები და შეღავათით შეძენილი ქონება 

უმრავლესობის წერის ზაქარია ქუცნაშვილის ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები არა მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის მხარესთან არის დაკავშირებული. რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე, 60 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი მთავრობამ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ძმას ერთ ლარად გადასცა.

სტუდიო მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც მიწა აჩუქეს, ახალი დაფუძნებული იყო და ბიზნესაქტივობით არ გამოირჩეოდა. მიწის ჩუქების შემდეგ, ქუცნაშვილის ძმის კომპანიას მთავრობამ 150000-ლარიანი შეღავათიანი კრედიტიც გამოუყო, იმისთვის რომ აქ ბაზალტის საწარმო აეშენებინა.

ქართული ოცნების დეპუტატის ძმის კომპანიამ საინვესტიციო ვალდებულება პირველივე წელს დაარღვია. ამის გამო, ის მთავრობამ დააჯარიმა, თუმცა მოგვიანებით ქუცნაშვილის ძმის კომპანიას ჯარიმა გააუქმა.

თანხის გადახდის ვალდებულებისგან ივერი ქუცნაშვილი პრემიერმა კვირიკაშვილმა გაათავისუფლა.

ზაქარია ქუცნაშვილის, მისი ძმის და მამისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება ბოლო 6 თვეა, მედიის ყურადღების ცენტრშია. დეპუტატის მამის, ომარ ქუცნაშვილის, კომპანია ნაფარეულის ბიოღვინომ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე თელავის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ნაფარეულში 40 000 კვ მიწის ნაკვეთი ისე იყიდა, რომ აუქციონის ყველა პირობა მის ინტერესებზე იყო მორგებული.

გარდა ამისა, თავად ზაქარია ქუცნაშვილმა 1485 ლარად იყიდა, თბილისი თიანეთის გზაზე მდებარე ძველი ფოსტის შენობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

დღის ამბები