20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ჩვენ ვნახეთ, როგორ იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში მესაფლავეები, კონდუქტორები - ლევან ხაბეიშვილი

„ქართულ ოცნებას ამ არჩვენებში დასჭირდა ძალიან დიდი საჯარო რესურსის გამოყენება,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას გააკეთა.

ხაბეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დარღვევებზე საუბრობს და ძალოვნების ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ჩარევით ბევრმა ოპოზიცურმა კანდიდატმა უარი თქვა მონაწილეობაზე.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში მესაფლავეები, კონდუქტორები, თბილსერვის ჯგუფის ბრიგადირები, ბაღის თანამშრომლები და ეს ყველაფერი დადასტურებული ფაქტია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები