20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
რას აბოლებ ამ ხალხს? ზღაპრებს მორჩი! - დაპირისპირება ახვლედიანსა და ხაბეიშვილს შორის

„დაამთავრე ახლა ეს ლექცია!“ - ასე მიმართა დემოკრატიული მოძრაობის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც არჩევანში  დაფაზე იმ სქემას ხატავდა, რომლითაც, მისი თქმით, ქართული ოცნება მოქმედებდა. გიორგი ახველედიანი დაფასთან მივიდა, ლევან ხაბეიშვილი გვერდზე გასწია და მას საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

„მე რომ ლექციებს მიკითხავ და საზოგადოებას ზღაპრებს რომ უყვები, ერთი უბნის გადათვლა მოითხოვეთ? რას აბოლებ ამ ხალხს? ზღაპრებს მორჩი და მიპასუხე,“ - მიმართა გიორგი ახვლედიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანმა მას მიმართა, დაბრუნებოდა თავის ადგილს და მიეცა საშუალება ლევან ხაბეიშვილისთვის, დაესრულებინა საუბარი, მან ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

"ან დააცადეთ საუბარი ან დატოვეთ სტუდია," - მიმართა გიორგი გაბუნიამ გიორგი ახვლედიანს, რაზეც ახვლედიანმა წამყვანს უპასუხა: "მაგდებთ სტუდიიდან?" წამყვანის პასუხის მიუხედავად, რომ ეს ასე არ იყო, გიორგი ახვლედიანმა არჩევანის სტუდია დატოვა. 

დღის ამბები