20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ქრისტიან-დემოკრატები" ჰყავდა ენმ-ს - ლევან ხაბეიშვილი

მემარჯვენეები ჰყავდა ხოლმე შევარდნაძეს, გაბრაზდა, სავარაუდოდ, გიორგი ახვლედიანი, როცა ვთქვი, ქრისტიან-დემოკრატები ჰყავდა ნაციონალურ მოძრაობას,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, მსგავს სქემებს მიხეილ მაჭავარიანი ადგენდა.

ხაბეიშვილის თქმით, ევროპული საქართველო მმართველი გუნდთან გარიგებულია.

„მემარჯვენეები ჰყავდა ხოლმე შევარდნაძეს, გაბრაზდა, სავარაუდოდ, გიორგი ახვლედიანი, როცა ვთქვი, ქრისტიან-დემოკრატები ჰყავდა ნაციონალურ მოძრაობას. ენმ-ის ხელისუფლების პირობებში იყო, დიახ, ეს და ვაღიარებ ამას და ეს იყო სერიოზული პრობლემა. მათ შორის, დღეს მივიღეთ ოპოზიცია, ლიდერშიპი, რომელიც ჩემი პოზიციაა ასეთი, რომ პირდაპირ გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან, აქვს ფული და შესაბამისად, მიიღეს 150 ათასი ხმა ამ არჩევნებზე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები