20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"მეგონა, უფრო მომზადებულ პირს გამოუშვებდა ენმ" - კახიძის პასუხი ხაბეიშვილს

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებას გამოეხმაურა და მას „ასავალ-დასავალის სტილი" უწოდა.

საუბარია ხაბეიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იღებს ევროპულ საქართველო და პარტიას "ფსევდო ოპოზიცია" უწოდა.

ოთარ კახიძის თქმით, შარშან  ნაციონალურმა მოძრაობამ  მოახერხა, რომ მობილიზება მოეხდინა ფინანსების და მაშინ კითხვები ლევან ხაბეიშვილს არ გასჩენია. მისივე თქმით, "ევროპულ საქართველოში არიან ადამიანები, ვინც ახერხებენ, ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშე, მოახდინონ ფინანსების მობილიზება".

ოთარ კახიძემ ლევან ხაბეიშვილი "ფაქტობრივი შეცდომების დაშვებაშიც" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "რიცხვები, რომელიც დაასახელა რეგიონებში ხმების აღებასთან დაკავშირებით, იყო მცდარი".

„მეგონა, უფრო მომზადებულ პირს გამოუშვებდა ნაციონალური მოძრაობა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები