20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"კალაძემ უნდა აღმართოს კოორდინატორი ქალის ძეგლი" - მიხეილ ქუმსიშვილი

ლეიბორისტული პარტიის წევრი, მიხეილ ქუმსიშვილი, თვითმმართველობის გაყალბებაზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის შემოწირულობა 13 მილიონს აღემატებოდა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის - პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობა 1 მილიონს აჭარბებდა და მის პარტიას საარჩევნო კამპანია რომ ეწარმოებინა, მხოლოდ 20 ათასი ლარი ჰქონდა.

„ადგილი ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობით დარღვევებს, როგორც კენჭისყრის დროს, ასევე ხმის დათვლის პროცედურებშიც,“ - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გარდა, სხვა პარტიების რეგისტრატორების უკან იდგნენ პარტიული წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩეველთა აღრიცხვას აწარმოებდნენ.

„ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩეველი დაშინების გზით გახდა, ფაქტობრივად, მსხვერპლი იმისა, რომ მათ მიაცემინეს პირდაპირ ქართულ ოცნებაზე ხმა,“ - აცხადებს ქუმსიშვილი.

ოპოზიციონერი გამოსავლად არჩევნებში მონაწილოების სავალდებულოდ გამოცხადებას ხედავს და უცხოურ პრაქტიკაზე საუბრობს.

„კახი კალაძეს, ფაქტობრივად, მერიის წინ უნდა დადგას და აღმართოს კოორდინატორი ქალის ძეგლი იმიტომ, რომ სწორედ მათი მადლიერი უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლებაა მოსული ხელისუფლებაში,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მიხეილ ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სატელიტი პარტიები ჰყავს და ერთ-ერთ ასეთ პარტიად პატრიოტთა ალიანსს ასახელებს.

დღის ამბები