„ეს არჩევნები გაყალბებული იყო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე,“ - ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ბეჟან გუნავამ, არჩევანის სტუდიაშია გააკეთა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც წინასაარჩევნო პროცესი, თავად არჩევნებიც მიმდინარეობდა ძალადობის, მოსყიდვის ფონზე.
მან ასევე ისაუბრა ევროპულ საქართველოზე და აღნიშნა, რომ "ბოკერია-კვირიკაშვილი არის ერთი გუნდი".
ბეჟან გუნავამ ასევე მიმართა კითხვით ლევან ხაბეიშვილს, თუ რამდენი კოორდინატორი ჰყავდა თავად ნაციონალურ მოძრაობას მაშინ, როდესაც იყო ხელისუფლებაში და მოიხადა თუ არა ვინმემ ბოდიში იმ ქმედებების გამო, რაც ხდებოდა ნაციონალების დროს, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა მიხეილ მაჭვარიანს დაუსვას, რადგან ის მაშინ, როცა ნაციონალური მოძრობა’ხელისუფლებაში იყო, თავად ამ პარტიას არ წარმოადგენდა.
"ცნობილი სეპარატისტი" უწოდა ახალქალაქში პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა, რაზეც ბეჟან გუნავამ უპასუხა, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა და ამას სჭირდება მტკიცებულება.