პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრებას გულისხმობს, დღეს დეპუტატები განიხილავენ.
საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.
სიახლე სქესის მოუხედავად პენსიის მიღებას მოქალაქეებისთვის 60 წლიდან ითვალისწინებს.
„ახალი საქართველო“ ამჟამად არსებულ ნორმას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ამ საკითხზე მათ სარჩელი შეტანილი აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოშიც.
„ჩვენ პარალელურად საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი და ვფიქრობთ, რომ ასაკი უნდა გათანაბრდეს. ეს არის დისკრიმინაციული ნორმა, ანტიკონსტიტუციური ნორმაა და ვფიქრობთ, რომ 60 წლიდან უნდა გაიცემოდეს პენსია საქართველოში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.