საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში გრძელდება.
ირაკლი კობახიძე დღეს ებრაელ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტსა და ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარეებს შეხვდება.
საუბრის მთავარი თემები ქვეყნებს შორის ეკონომიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებია. მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმში ჰოლოკოსტის მუზეუმი მოინახულა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.