20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
თუკი ორი ადამიანი ერთმანეთის ნათესავი აღმოჩნდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნეპოტიზმით ყალიბდება გუნდი - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები  თამაზ მეჭიაურის და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებას ეხმაურებიან.  

პირველი კომენტარები საკანონმდებლო ორგანოში  ოპოზიციის ბრალდებებზე, რომ „ქართული ოცნება“ ნეპოტიზმის შედეგად დაკომპლექტდა და ეს თავად ქუცნაშვილმა და მეჭიაურმა დაადასტურეს, ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ნათესაური კავშირებით არ ჩამოყალიბებულა და ორი ადამიანის ნათესაური კავშირი ბრალდების დასტურად არ გამოდგება.

„ნეპოტიზმი „ქართლი ოცნებისთვის“ არ არის მახასიათებელი და მთელს გუნდში თუკი ორი ადამიანი ერთმანეთის ნათესავი აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნეპოტიზმი ან ნათესაური კავშირებით ყალიბდება გუნდი. ზოგადად ქვეყანა თავისი რიცხოვანობით იმდენად პატარაა შეიძლება ორი, შეიძლება სამი ადამიანიც კი აღმოჩნდეს ნათესავი. ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი ყალიბდება რაღაც ნათესაური კავშირებით, ეს გამორიცხულია,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს პარლამენტის ფრაქცია «ქართული ოცნების» წევრი აკაკი ზოიძეც.

„ადამიანების რეკომენდაცია შეიძლება გააკეთო, ბევრი ადამიანი ბევრის ნათესავია, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება ღირსების მისი გამოცდილების, მისი განათლების და მისი პოტენციური წვლილის მიხედვით, რომელიც მას შეუძლია შეიტანოს,“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

დღის ამბები