20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ტყემალაძე იქნება

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ტყემალაძე იქნება. ეს ინფორმაცია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თბილისის ახლადარჩეულ მერთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა. კახა კალაძე დღეს საკრებულოს უმრავლესობის ახალ წევრებს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა.

„გიდასტურებთ, რომ ასეთი შემოთავაზება ნამდვილად არის და მე მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, ამ დიდი ნდობისთვის. შესაბამისად, პირველ სხდომაზე, არის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო საკითხების გადაწყვეტილება და უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით დადგება ეს საკითხი,“ - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა კალაძეს მოადგილეები შესაძლოა დაინიშნონ ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე, თუმცა ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელ ინფორმაციაა.

დღის ამბები