20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება ჯერ ე.წ. "კაპოტზე" შემდეგ კი, რესტორანში აღნიშნა

თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება ე.წ. „კაპოტზე“ გაშლილი სუფრით აღნიშნა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თიანეთის ახალი მერი მხარდამჭერებთან ერთად რესტორან „ბულაჩაურში“ წავიდა, თუმცა მანამდე ის გააკეთა, რის გამოც ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ - სუფრა პირდაპირ ქუჩაში მანქანაზე გაშალა და თქვა, რომ სწორედ „კაპოტზე“ მოქეიფეების დროა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბათილად გამოაცხადა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ორი გადაწყვეტილება. პირველი, ბიულეტინების ხელახალი გადათვლის შესახებ და მეორე, 5 ბათილი ბიულეტინის „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნების შესახებ. რაც იმას ნიშნავს, რომ თამაზ მეჭიაური მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც თიანეთის მერი ხდება.

გადაწყვეტილება ძალაში არ შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრი“ მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ბრძოლის გაგრძელების სურვილი აქვს მეჭიაურის კონკურენტს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ამბობს, რომ თავად გასაჩივრების უფლება არ აქვს და არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდება.   

ამავე თემაზე
დღის ამბები