20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ცხინვალის წარმომადგენლობა კატალონიაში - ოპოზიცია ქართული დიპლომატიის არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ კატალონიაში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი უკვე აანონსებს, რომ მსგავს წარმომადგენლობებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც გახსნის და ამას საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეგუოს.   

როგორც ჩანს, მოსკოვი კატალონიაში არეულობას საკუთარი მიზნისთვის იყენებს, თუმცა ქართული დიპლომატიური მისია ამტკიცებს, რომ მედოევის განცხადებები სიცრუეა. ბარსელონაში საქართველოს ვიცე კონსული დარწმუნებულია, რომ არც ვიზიტს და არც წარმომადგენლობას ოფიციალური სტატუსი არ აქვს, რადგან მადრიდი ცხინვალის დამოუკიდებლობას არ ცნობს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებაში „ქართული ოცნება“ საფრთხეს ვერ ხედავს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ქართული დიპლომატიის არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ და მოუწოდებენ სახელმწიფოს, მსგავსი პირების ვიზიტები მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით დაბლოკონ.

 

დღის ამბები