20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია“ მმართველ გუნდს ქუთაისში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

"ლეიბორისტული პარტია“ მმართველ გუნდს ქუთაისში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე უბანზე აღრიცხული ხმების რაოდენობა აღემატება მისული ამომრჩევლის რიცხვს, რაც პოლიტიკოსების განცხადბეით, ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებზე მეტყველებს.

ვითარებაში გარკვევისა და პრობლემურ უბნებზე კენჭისყრის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით, „ლეიბორისტებმა“ საოლქო კომისიას მიმართეს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სულ ქუთაისის ოლქში 40 საჩივარი დარეგისტრირდა, მათი განხილვა გუშინ დასრულდა. საოლქო კომისია პროცედურული დარღვევების შემხვევებში, ძირითადად საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლა.

 

დღის ამბები