სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე უკრაინაში გაემგზავრა. ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია იქნება მთავარი საკითხები, რაზეც ვიქტორ დოლიძე კიევში გეგმავს საუბარს.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას ტრანსატლანტიკურ დიალოგში მიიღებს.
ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი თემა კიბერუსაფრთხოება და ამ მხრივ რუსეთის ფაქტორი იქნება.
„გვექნება საშუალება დავსვათ ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც გვაწუხებს, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული, დამთავრებული ინტეგრაციულ პროცესებამდე. აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურად, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანისა, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ მყისიერი ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.