20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები - "ლეიბორისტები" სასამართლოს მიმართავენ 

"ლეიბორისტულ პარტიას" საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეაქვს. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ხმას უკანონოდ სხვა პირები აძლევდნენ.

ამის დასტურად "ლეიბორისტებს" ისნის 38-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ფაქტი მოჰყავთ, სადაც უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქის ნაცვლად, ხმა მისმა ნათესავმა მისცა.

პარტიაში ამბობენ, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მსგავს პრაქტიკას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და აცხადებენ, რომ შედეგად არჩევნები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაყალბდა.

„ისნის რაიონში ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც კარგა ხანია ალიასკაზე ცხოვრობს, გამოცხადდა თავისი პასპორტით, ოღონდ ძმის ხელით, რომელიც მოითხოვდა ჩვენი წარმომადგენლისგან, რომ პასპორტი დაებრუნებინათ უკან, რათა სხვა უბნებზეც მიეცა ხმა. ჩვენი წარმომადგენელი „ოცნების“ წარმომადგენელი ეგონა. როდესაც საჩივარი დაიწერა, ქალბატონი შორენა გუგავა გამოაძევეს უბნიდან განრისხებულებმა, რომ ეს სქემა გაშიფრა. მინიმუმ 50 ათასი ხმა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა მოიპარა ივანიშვილმა და კალაძემ თბილისში,“ - აცხადებს ნათელაშვილი.

დღის ამბები