03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლში მცხოვრები ტაკიძეები დახმარებას ითხოვენ. ავადმყოფი მამა და ცერებრული დამბლით დაავადებული შვილის გამო ოჯახს მიჯაჭვული დედა კიდევ 6 მოზარდის გამოკვებას მხოლოდ მწირი სოციალური დახმარებით ახერხებენ. ოჯახის გაუსაძლის პირობებს სახლის ავარიული მდგომარეობაც ამძიმებს.

8 სულიანი ოჯახი ყოველ წვიმიან ამინდს საფრთხის მოლოდინში ატარებს. მათი საცხოვრებელი სახლი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლში ისე დაზიანდა, რომ წყალი ყველა ოთახში ჩადის.

ტაკიძეების ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ვერც სრულყოფილ განათლებას იღებენ, ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად ყოველდღიურად რამდენიმე კილობეტრის გავლა ფეხით უწევთ, სოფელში სამანქანო გზა არ არის, საფეხმავლო ბილიკზე კი უამინდობისას გადაადგილება სახიფათოა, მოზარდებს სკოლისთვის არც საჭირო რაოდენობის ტანსაცმელი აქვთ.

დღის ამბები