20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გვინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია," - კახა კალაძე

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გვინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა,“ – ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე სამომავლო პროექტები განიხილებოდა, რომლის დაფინანსებასაც საინვესტიციო ბანკი დედაქალაქში მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს, მათ შორის არის ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი.

„მიმართულებები, რომელზეც იქნა მათი მხრიდან ყურადღება გამახვილებული და გამოგვითქვეს დახმარება, ეს არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და სმარტ სითი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გვინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება,“ - აცხადებს კახა კალაძე.

განცხაება გააკეთა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა სებასატიან ჰუსონ დე სამპინიმ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და ასევე შევიმუშავეთ მილიარდ ნახევარი ევროს მოცულობის პორტფოლიო, რომელიც ინფრასტრუქტურას ხმარდება,“ - აცხადებს სებასატიან ჰუსონ დე სამპინიმ. 

დღის ამბები