20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მერობის დამარცხებული კანდიდატები პოლიტიკაში რჩებიან თუმცა უცნობია ვინ ითანამშრომლებს ახალ მერთან

მერობის დამარცხებული კანდიდატები პოლიტიკაში რჩებიან. უკვე ცნობილია, რომ ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მაღალ თანამდებობას დაიკავებს, უპარტიო ალეკო ელისაშვილი კი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს. ვიდრე ოპონენტები პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობენ, თბილისის მომავალი მერი მათ კიდევ ერთხელ სთავაზობს თანამშრომლობას. კახა კალაძე კონკრეტულად არ განმარტავს თუ ვისთან შედგება ეს თანამშრომლობა, მაგრამ არც იმას მალავს, რომ განსაკუთრებული სიმპატიები აქვს გიორგი ვაშაძის საარჩევნო პროგრამის მიმართ.

თავად გიორგი ვაშაძე მერიაში რაიმე თანამდებობას არ ელოდება, თუმცა ის მზად არის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასაჯაროებული ინოვაციური პროექტები განსახორციელებლად კახი კალაძეს აჩუქოს.

ზალიკო უდუმაშვილი კი მის კონკურენტსა და თბილისის მომავალ მერთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს სხვა გეგმები აქვს. კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

სამომავლო გეგმების შესახებ დღეს აღარ უსაუბრია ალეკო ელისაშვილს. თუმცა ცნობილია,
რომ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი პოლიტიკაში დარჩება და პარტიასაც შექმნის. რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ელისაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მომავალი მერისგან შეთავაზება არ მიუღია, თუმცა თანამდებობის დაკავებას არ გეგმავს.

დღის ამბები