20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
გორის გვირაბთან დაღუპული ბექა ხახუბიას საქმის განხილვა პირველ ნოემბერს გაგრძელდება

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის განხილვა პირველ ნოემბერს გაგრძელდება. პროცესზე დღეს დაღუპულის ძმას, გიორგი ხახუბიას მოუსმინეს, რომელიც ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

საპატრულო პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის დროს დაღუპული ხახუბიას საქმეზე, ასევე დაიკითხნენ პატრულის თანამშრომლებიც.

მათი უფლებადამცველი სამხრე კამერებით გადაღებული ფირების დეტალურ ექსპერტიზას მოითხოვს.

საპატრულო თანამშრომლების უფლებადამცველს ასევე, სურს იმის დადგენა, იყო თუ არა ხახუბია ნასვამ მდგომარებაში გარდაცვალებმდე რამდენიმე საათით ადრე და გაათავისუფლეს თუ არა ის გავლენიანი პირების ჩარევის შემდეგ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები