ქსენია სობჩაკი ყირიმში მორიგი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტად აპირებს კენჭი იყაროს, ამბობს, რომ ნახევარკუნძულის მიერთებით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი.
"ყირიმში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არ უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკის სუბიექტებად," - აცხადებს ქსენია სობჩაკი. მას მიჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებული კრიზისიდან ახალი დამოუკიდებელი რეფერენდუმის ჩატარებაა, რომელიც ყველას აზრს გამოხატავს, რადგან 2014 წელს ჩატარებული პლებისციტი რეფერენდუმად ვერ ჩაითვლება.
ქსენია სობჩაკი ამბობს, რომ ყირიმის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას არ აპირებს, რადგან ნახევარ კუნძული უკრაინის ტერიტორიაა.