20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
დაკავების დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა - საპარლამენტო ოპოზიცია მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინცინდენტის გამო ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს. დეპუტატები გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მღებრიშვილმა ნდობის მანდატი მთლიანად ამოწურა და მინისტრის თანამდებობაზე დარჩენილი ყოველი დღე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახიფათოა.

ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის დაკავების ოპერაციის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გიორგი მღებრიშვილს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვა და ყოფილმა მინისტრმაც სცადა. კობა ნარჩემაშვილის აზრით, გიორგი მღებრიშვილის გადაყენების მოთხოვა არასერიოზულია.

პოლიციის დაკავების ოპერაციის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმე ერთადერთი არ არის, რის გამოც, ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. მათი თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური პრობლემებია. ამის მაგალითად, ოპოზიცია ნარკოტიკული საშუალებების არაერთხელ ჩადებისა და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს ასახელებენ.

საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლის საკითხს კიდევ ერთხელ ბიუროს სხდომაზე დააყენებს. პარლამენტი არჩევნების შემდეგ მომავალ კვირას შეიკრიბება.

დღის ამბები