ამ წუთებში მმართველი პარტიის წევრები მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ არიან შეკრებილები. ღონისძიების მთავარი მასპინძელი, თბილისის არჩეული მერი, კახა კალაძეა.
კალაძე განმარტავს, რომ ამ პარტიულ ვახშამზე არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები, პარტიული აქტვი და შტაბში დასაქმებული აქტივისტები მოიწვია.
მცხეთაში აღნიშნულ ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის და პარლამენტის რამდენიმე წევრი ესწრებიან.
პარტიულ ვახშამზე იმყოფებიან თბილისის საკრებულოს ყოფილი და ახალი წევრებიც. თუმცა, საზეიმო ვახშამს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ თვითმმართელობის არჩევნებში მიღწეული წარმატების აღნიშვნა წარმოადგენს.