რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ტაჯიკეთში იმყოფება. ზურაბ ალავიძე დუშანბეში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-16 მინისტერიალში მონაწილეობს.
ზურაბ ალავიძემ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ალავიძე აზიის განვითარების ბანკისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.