20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
უბედური შემთხვევა ტყიბულში - მომხდარს ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან

ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან. ისინი ტყიბულში გუშინ გაემგზავრნენ.

ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. რის შედეგაც, სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და გაეცნობიან იქ არსებულ ვითარებას.

უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში გუშინ მოხდა. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. მასთან ერთდა კიდევ სამი ადამიანი მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაშავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები