„სამების ტაძართან ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში კახი კალაძემ თავის დროზე და 40 მილიონი ბიუჯეტში დღემდე არ გადაუხდია,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ავლაბრის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გააკეთა.
„ლეიბორისტული პარტია“ კახა კალაძეს მორიგ ბრალდებას უყენებს.
შალვა ნათელაშვილი და მისი თანაგუნდელები ავლაბრის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია კახა კალაძის კუთვნილებაა.
ოპოზიციური პარტიის წევრები კალაძეს მოუწოდებენ, რომ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცეს.
„მე მოვუწოდებ ამ ბატონს, დააბრუნოს ქალაქის კუთვნილი სივრცე. დედაქალაქის ბიუჯეტში ერთი მილიარდით იზრდება ის სოციალური თანხები, რომლებიც ქალაქს ესოდენ სჭირდება. რაც შეეხება, კალაძის ამომრჩევლებს, რომლებმაც ქურდი აირჩიეს ქალაქის ხელმძღვანელად, მოვიდნენ და ამ 80 ჰექტარზე დაარჭონ კარვები და მანამდე ისხდნენ იქ, სანამ ამ მილიარდიან ტერიტორიას მათი არჩეული ქურდი არ დაუბრუნებს მათსავე შვილებს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.