20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
გურამ იმნაძე ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ ვიდეოს გავრცელების მიზნებზე საუბრობს

„ბუნებრივად არსებობს ეჭვები, რომ შეიძლება, ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ პოლიციის მოქმედება ყოფილიყო ამ ფატალური შედეგის, თუმცა, ამაზე საჭირო არის გამოძიება,“ - ეს განცხადება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, გურამ იმნაძემ, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა.

„რაც შეეხება შსს-ს პოზიციას და მათ რეაგირებას ამ შემთხვევაზე, ეს იყო აბსოლკუტუტრად გაუმართლებელი და მიუღებელი მოქმედება, როდესაც პოლიცია წერს მოქალქაეებს, უკვე აფიქსირებს პოზიციას აღნიშნულ საკითხზე,“ – აცხადებს იმნაძე.

განსხვავებული აქცენტების ეთერში გურამ იმნაძე აღნიშნავს, რომ უწყების მიერ ვიდეოს გავრცელება ორ მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს.

იურისტის თქმით, ერთი მხრივ, შსს უკვე აფიქსირებს პოზიციას ამ ადამიანის დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით. ხოლო, მეორე ვერსიად, იურისტი მოიაზრებს საზოგადოების მხრიდან ნაკლები ემპატიის გამოვლინებას, რადგან ვიდეოში საუბარი იყო, რომ გარდაცვლილი ალკოჰოლურ ნივთიერებს იღებდა.

„ის ფაქტი, რომ შსს-ს ჰქონდა ასეთი პოზიცია და ამგვარად სცადა მომხდარის ახსნა და საზოგადოებისთვის მიწოდება, ეს არის დიდი პრობლემა და მიუთითებს, რეალურად, უწყების პოზიციაზე მსგავს შემთხვევებზე და ზოგადად, ადამიანებზე, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ. 

დღის ამბები