„სრული კატასტროფა მივიღეთ. შსს ცდილობს, თემა მიჩქმალოს,“ - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას განაცხადა.
კორძაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რომ გარკვეული ცოდნა სჭირდება პოლიციელებს, რათა მიხვდნენ, ატყუებს თუ არა ადამიანი.
„ვაღიარებ, პოლიციელიც ადამიანია. შესაძლოა, ჩხუბის დროს დაავიწყდა კამერის ჩართვა, თქვან და ამაზე დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრონ. რატომ შედიან უფრო ღრმა კრიზისში. თითქოს, პოლიციელის მუნდირს იცავენ და სინამდვილეში სისტემას უთხრიან ძირს. ხელისუფლებას ერთი პოლიციელის მუნდირის დაცვა ნდობად უჯდება,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.