„საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა“ ახალი კვლევა წარადგინა, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველო ევროკავშირს. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპები, არსებული მიღწევები და გამოწვევები.
„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას და ცალკეულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას საქართველო-ევროკავშირის შემდგომ ურთიერთობებში, რა უნდა იყოს უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შემდეგ,“ - განაცხადა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის გამგეობის წევრმა, გიორგი გოგუაძემ.
ორგანიზაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. კვლევის პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.