20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
„სააკაშვილი თემა არ არის, ის ჩვენი ქვეყნის წარსულია"- მინისტრები ექსპრეზიდენტის შესაძლო ექსტრადირებაზე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში შესაძლო ექსტრადაციის საკითხს აფასებენ მთავრობის წევრები. მინისტრების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნისთვის წარსულია.

„სააკაშვილი ჩემთვის თემა არ არის. ის არის ჩვენი ქვეყნის წარსული. ჩვენ მომავალზე წინ ვიყურებით, განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა ვართ. სააკაშვილმა რა განაცხადა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ.

მთავრობის წევრების თქმით, სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირება სამართლებრივი საკითხია და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

„ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი არის ცალსახა, ეს საკითხი განეკუთვნება სამართლებრივ კონტექსტს. მას აქვს სამართლებრივი განზომილება და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება,“ - განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები