ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში მედიამიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან. განხილვის ერთ-ერთ საკითხს საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებული ტენდერები წარმოადგენს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დეტექტიური ჟანრის სერიალს რეჟისორი გიორგი ხაინდარავა გადაიღებს. გიორგი ხაინდრავა ამ ფილმის გადასაღებად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები, ზოგადად, მედიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
ჟურნალისტი, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი, ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი საკუთარი ნების მიხედვით იქცევიან და საზოგადოებრივ ინტერესს არ ითვალისწინებს.
„ეს არის მაჩვენებელი იმის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა მთლიანად გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას დააკარგვინოს ინტერესი ამ მაუწყებლის მიმართ და აკეთოს ის, რაც მას მოუნდება... რაც თავისთავად არის დიდი ხიფათის შემცველი,“ - აცხადებს ზვიად ქორიძე.
მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია აღნიშნავს, რომ მედიაკოალიციის შეკრებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც იმსჯელებენ, მათ შორის, ბერა ივანიშვილის კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტზე.