მიკაილ კადიევი საქართველოსგან დევნილის სტატუსს ვერ მიიღებს. საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რითიც ქართულმა მხარემ რუსეთის დაკვეთა შეასრულა.
კადიევი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საექსტრადაციო პროცედურები დაიწყება და მას რუსეთს გადასცემენ, წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის.
„ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, როგორი პოლიტიკა გაქვთ რუსეთთან მიმართებაში. სასამართლომ საკუთარი სახე აჩვენა... დევნილთა სამინისტრო ვიცი, ვისაც იცავს და რაც უნდა. მათ არა თქვენი ხელსუფლება, არამედ კრემლი უთითებს, რა თქვან,“ - განაცხადა მიკაილ კადიევმა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს დევნილთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.