20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
350 ადამიანზე გაშლილი სუფრა დელიკატესებით - თბილისის მერიის ხარჯები 70 ათას ლარს აღწევს

350 ადამიანზე გაშლილი სუფრა დელიკატესებით და თბილისობის დღეებში გაწეული სარესტორნო ხარჯები თბილისელებს ჯამში 70 ათასამდე ლარი დაუჯდათ. მათ შორის იყო თბილისის მერის სახელით გამართული ოფიციალური მიღება, რომლის საერთო ღირებულება 57 ათას 522 ლარია.

ძვირადღირებული ვახშამზე მასპინძელმა დავით ნარმანიამ პოსტიდან წასვლის წინ სტუმრებთან ერთად საკუთარი მოადგილეები მეუღლეებთან ერთად დაპატიჟა. ძვირადღირებული ფურშეტის გარდა, 6-10 ოქტომბერამდე მერიამ სუფრა რამდენიმე რესტორანს შეუკვეთა.

ოპოზიციის წევრები მერიის მიერ სარესტორნო ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის შესწავლას სამართალდამცველებს და აუდიტის სამსახურს სთხოვენ. 

დღის ამბები