საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა, ახლა ჯერი კიევზეა. იუსტიციის მინისტრი მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოლოდინშია. თეა წულუკიანის მტკიცეიბთ, მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად და საქართველოს ხელისუფლებისათვის გადმოსაცემად უკრაინელ სამართალდამცველებს ყველა საჭირო დოკუმენტი აქვთ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალური ქსელში თავად აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მის ექსტრადირებას ამზადებს და პროცედურები დაწყებულია. მიხეილ სააკაშვილის ინტერესები დამცველი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების შემთხვევაში, უკრაინა ევროპულ კონვენციას და სამართლებრივ პროცედურებს დაარღვევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის გააქტიურებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.