20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
არჩევნების გაყალბების სქემა - "ენმ" ვიდეო მასალას ავრცელებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების სქემა - "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის სხვადასხვა უბანზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე დღეს ვიდეო მასალა წარადგინეს, სადაც პარტიის წევრების თქმით, გაყალბების კონკრეტული ფაქტები ჩანს.

გლდანის მე-13 სარჩევნო უბანზე გადაღებულ კადრებში ჩანს, ერთი და იგივე ამომრჩეველი როგორ შედის კაბინაში, ბიულეტენს ხაზავს და საარჩევნო ყუთში აგდებს. ამ მოქმედებას ერთი და იგივე ამომრჩეველი ორჯერ იმეორებს.

„ის დარღვევები, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ არის ორგანიზებული და იყო არა მხოლოდ რამდენიმე უბანზე, არამედ მასშტაბი უფრო დიდია, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, უბანზე მსგავსი დარღვევები მიმდინარეობდა. ეს ვიდეო მასალა არ არის ერთდაერთი დარღვევა. ჩვენ გავაგრძელებთ წარმოდგენას არჩევნების გაყალბების დამაადსტურებელი ფაქტების,“ -  განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილი აქვთ და ისინი ცესკო-სგან რეაგირებას ელოდებიან. 

დღის ამბები