20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
„ლიდერთა საბჭო“ უბნების გადათვლას ითხოვს და შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს 

„ლიდერთა საბჭო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აჯამებს. არასაპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს ერთიანი ანგარიში მოამზადოს, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელისუფლების მხრიდან 21 ოქტომბერს დაფიქსირებული დარღვევები.

ლიდერთა საბჭო ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები უბნების გახსნას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. ბურჯანაძე ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ერთობლივად სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს. 

„კარგად იყო ორგანიზებული პროცესიო, ორგანიზებული პროცესი საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო არჩევნების, იმას ვერ მიედრებით. რაც შეეხება ხმების მოპარვას, ნამდვილად კარგად იყო ორგანიზებული, ჩვენ ყველანი ვითხოვთ უბნების გადათვლას და ის, რომ არცერთ უბანს პრაქტიკულად ხელისუფლება არ ხსნის, ერთადერთი გახსნა და დარღვევა აღმოჩნდა, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ჩვენ გაგვძარცვა. ერთობლივად გავასაჩივრებთ ცესკოს შემაჯამებელ ოქმს და აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ არჩევნებს სტრასბურგის სასამართლოში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

მმართველი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებასა და პროცესებში ჩარევაზე საუბრობს „ლეიბორისტების“ ლიდერიც.

„ყველა პარტიამ უნდა მოვითხოვოთ შედეგების გადათვლა გლობალურად, რათა გამოჩნდეს თეთრი და შავი და სარჩელიც ერთობლივი უნდა შევიტანოთ გადათვლის თაობაზე, როგორც კი შემაჯამებელი ოქმი იქნება სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, რათა კიდევ ერთხელ გავაშიშვლოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის კრიმინალი, რომელიც გვმართავს და თან ხეებს თხრის,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები