საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვია. კერსტი კალიუ-ლაიდი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენები.
ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტებს შორის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
„უმთავრესი თემა იქნება დე ოკუპაცია, რუსული ოკუპაცია და საფრთხე. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზს ეწვევიან. ეს არის კარგი ტენდენცია, როდესაც არა ერთი ევროპული ქვეყნის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საკუთარი თვალით ნახა საოკუპაციო ხაზი,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.